გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია!

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია!

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ფალავნები ჩაერთვნენ და 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა!

ნახევარფინალში პეტრიაშვილი 20 წლის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და პირველი პერიოდი საკმაოდ ცუდად ჩაატარა, რის შედეგადაც ანგარიშში 0:3 ჩამორჩა. თუმცა, მეორე პერიოდში ქართველმა ფალავანმა დიდებულად იჭიდავა, ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა და მეტოქეს 6:3 სძლია, რის შედეგადაც ფინალში გავიდა! ამრიგად, მან მედალი უკვე გაინაღდა და საქართველოს ყულაბასაც მე-8 მედალი შეემატა.

გენო პეტრიაშვილი ფინალში ამერიკენ გეიბლ დენ სტივესონს შეხვდება, რომელმაც სამი შეხვედრა ისე მოიგო, რომ ქულაც არ დაუკარგავს და მეოთხედფინალში ტაჰა აკგული 8:0 დაამარცხა. ფინალი 6 აგვისტოს, 14:30 საათიდან გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა. პირველივე პერიოდში გენომ 4 ქულა მოიპოვა და კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, გამოცდილ მეტოქეს 5:2 აჯობა. მანამდე, მერვედფინალში ეგვიპტელი ქამალ აბდელმოტალები აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, თავისუფალ ჭიდაობაში 6 წონიდან საქართველოს 3 წონაში ჰყავს მხოლოდ წარმომადგენელი. 74 კგ წონით კატეგორიაში დღეს ავთანდილ კენჭაძემ მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან 1:5 წააგო, რომელიც თავის მხრივ ნახევარფინალში დამარცხა და კენჭაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შანსი დაკარგა. 6 აგვისტოს ასპარეზობაში ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაერთვება, რომელიც ჭიდაობაში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ბოლო წარმომადგენელი იქნება.