ბარბადოსელი მომღერალი რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ინფორმაცით, ვარსკვლავის ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს, აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი საცვლების კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულმა თანხებმა.
მსოფლიოში გართობის სფეროში მომუშავე უმდიდრესი ქალების სიაში კი რიანას მხოლოდ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი უსწრებს.