მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„მოსახლეობა ძალიან არ იცავს რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებას, რაც აუცილებელია. ალბათ ისევ გასამეორებელია, რომ არ არის საჭირო ამისათვის დასჯადი ღონისძიების დაწესება. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება, მით უმეტეს, რომ დელტა ვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება“, - განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.