ძალოსანთა ნაკრების ექიმი: ჩემი და ლაშას აზრი ასეთია - ეპიდსიტუაციის გამო დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში

ძალოსანთა ნაკრების ექიმი: ჩემი და ლაშას აზრი ასეთია - ეპიდსიტუაციის გამო დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს მიმართავს და მათ აეროპორტში ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

„მოგეხსენებათ, დავასრულეთ ძალოსნებმა ოლიმპიადა და ვბრუნდებით დღეს საქართველოსკენ. ვხედავთ, ვგრძნობთ ყველა თქვენგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.

ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი. გპასუხობთ: ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი, რომ გიხარიათ და გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და ლაშას აზრიც ასეთია - სხვა დროს, სხვა შეჯიბრის შემდეგ... დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით, თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას! მადლობა გულშემატკივრობისათვის“, - წერს გიორგი ჭინჭარაული.