ეზუგბაიას საგანგებო მიმართვა მოსახლეობას

ეზუგბაიას საგანგებო მიმართვა მოსახლეობას

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, აუცილებელია, ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვა და სხვა ქვეყნებში კვლევებია ჩატარებული, რომ დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქსირებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ ორსულების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, „ფაიზერის" ვაქცინა უსაფრთხოა ორსულებისთვის.