ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოუშვეს - ვინ და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოუშვეს - ვინ და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. გამომძიებელი  ციხიდან რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

მისი გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. სირაძის ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.

„მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს  გადაწყვეტილება“,  – აღნიშნა ტელეეთერში ჩოლოიანის ადვოკატმა.