ირაკლი კობახიძე: არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში

ირაკლი კობახიძე: არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ და სამართლიან გარემოში, რაზეც უმრავლესობაა პასუხისმგებელი.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, მათ არ აქვთ დესტაბილიზაციის შექმნის არავითარი რესურსი.

„რადიკალურმა ოპოზიციამ როგორც უნდა იმოქმედოს, ბუნებრივია, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ რამე ტიპის დესტაბილიზაცია განაპირობონ ჩვენს ქვეყანაში. ჩატარდება არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, დანარჩენი კი საზოგადოებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.