პრეზიდენტის განცხადება გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს - არ მგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ოპოზიცია მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა გადაწყვეტილება მიღებული

პრეზიდენტის განცხადება გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს - არ მგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ოპოზიცია მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა გადაწყვეტილება მიღებული

პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს და ეს ლოგიკურია, თუმცა მისი განცხადების შინაარსი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტს მოვლენების შეფასებების გარკვეული გარემოებები მხედველობაში უნდა მიეღო.

„არ მგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის განსაკუთრებით ის გარემოება, რაც ითქვა, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდა, კონსტრუქციულად მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რეალურად, ეს ასე არ არის. ზოგადად, მისი მხრიდან გულის დაწყვეტა გასაგებია, რადგან დოკუმენტის თავდაპირველი ფუნქცია ყველასგან მისალმებული იყო და კარგი ინიციატივა იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ მოგვიანებით რა ფორმაც მიიღო, როგორი იყო ცალკეული პარტიების დამოკიდებულება, სრულიად განსხვავდებოდა იმ პათოსისგან, რასაც ეფუძნებოდა შეთანხმება და ბუნებრივია, ამას მხედველობაში მიღება სჭირდებოდა. მგონია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაძლებლობები ამოწურულია,“- განაცხადა სარჯველაძემ.