"სელტიკმა" ინგლისის პრემიერლიგიდან ორი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა

გლაზგოს „სელტიკმა“ ინგლისის პრემიერლიგიდან ორი გამოცდილი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა.

გლაზგოური გუნდის ღირსებას ამიერიდან ვეტერანი ინგლისელი მეკარე ჯო ჰარტი და ირლანდიელი ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტი დაიცავენ, რომელიც ირლანდიის ნაკრებში თამაშობს, მაგრამ გლაზგოშია დაბადებული.

ჰარტმა „სელტიკთან“ 3-წლიანი, ხოლო მაკარტიმ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

34 წლის ჯო ჰარტს „შრიუსბერიში“, „მანჩესტერ სიტიში“, „ტრამერ როვერსში“, „ბლექპულში“, „ბირმინგემში“, „ტორინოში“, „ვესტ ჰემში“, „ბარნლისა“ და „ტოტენჰემში“ უთამაშია, ხოლო 30 წლის მაკარტის აქამდე „ჰამილტონის“, „უიგანის“, „ევერტონისა“ და „კრისტალ პალასის“ ღირსება დაუცავს.