უახლოეს დღეებში საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

6-7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.