მანამ, სანამ ჯენიფერ ლოპესი დროს ბენ აფლეკთან ერთად ამჯერად იტალიაში ატარებს, ალექს როდრიგესი სენ-ტროპეში პაპარაცების ობიექტივში ახალ მეგობარ ქალბატონთან ერთად ფიქსირდება.
46 წლის მამაკაცი პირველად 35 წლის ტელეწამყვანთან – მელანი კოლიზთან ერთად რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და რომანტიკულ ურთიერთობაზე ჭორებსაც დაუდო სათავე, თუმცაღა ჯერჯერობით ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
რამდენიმე საათის წინ კი, ვარსკვლავები მონაკოში, სანაპიროზე დააფიქსირეს.