ლევან ნიკოლეიშვილი:  სანქციები არა და დახმარებას კი ვღებულობთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთანამშრომლობას

ლევან ნიკოლეიშვილი:  სანქციები არა და დახმარებას კი ვღებულობთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთანამშრომლობას

„სანქციები არა და დახმარებას კი ვღებულობთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთანამშრომლობას“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას  30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ.

სანქციები, სანქციები და კიდევ ერთხელ სანქციები !

უსმინა, უსმინა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას, ზოგიერთ არასამთავრობოს, პარტიული ტელევიზების სიუჟეტებს და გადაწყვიტა,რომ...არა, არა სანქციები არ დაუწესებია, და არც დააწესებდა: სტრატეგიულ პარტნიორებს სანქციებს არც უწესებენ ! 

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის „საქართველოს მთავრობისთვის შესაძლო უცხოურ სამხედრო გაყიდვასთან“ დაკავშირებით.“

მავანი იტყვის, რომ ეს საქართველოს ეხმარება და არა ხელისუფლებასო, მაგრამ სწორედ, რომ იმ ქვეყნის (საქართველოს!) მმართველობაში რომაა ეს ხელისუფლება ეგ როგორ გამოდის?

მოკლედ სანქციები არა და დახმარებას კი ვღებულობთ, სწორედ ისეთს, როგორიც ეკადრება სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთანამშრომლობას !

არ ვიცი, ალბათ ოპოზიციამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მინიმუმ უნდა უჩივლოს,“ ჩვენ რა გთხოვეთ და თქვენ რას გვიგზავნით“ პრინციპით. სად??? არ ვიცი...ალბათ რუსებთან, კი სწორედ რუსებთან, თუ ვინმეს ეს ამბავი არ გაუხარდებოდა ისინი იქნებიან და ურთიერთგაგებაც შესაბამისი ექნებათ“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ის გვერდზე.