შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება

შალვა პაპუაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება

საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ 48%. რა მოხდა იმის შემდეგ? „ქართული ოცნება“ არის უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და მერე შემოვიდა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დააანონსეს და ვერც კი დაიწყეს, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება სურდათ და ვერ გააკეთეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდათ და ბოლოს თავადაც მოხსნეს ეს საკითხი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„IRI-ის კვლევების მიმართ ჩვენ რაიმე დამოკიდებულება კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გამოცდილება. გამოცდილება ყველაზე კარგი ინდიკატორია ამ შემთხვევაში. წლიდან წლამდე ეს კვლევები აბსოლუტურად აცდენილია საბოლოო შედეგს და მე მგონია, რომ ახლა არც ოპოზიციაა საბოლოოდ დარწმუნებული იმაში, რომ ეს კვლევები რეალობას ასახავს. აქედან გამომდინარე, სჯობს საერთოდ არ განვიხილოთ ასეთი კვლევები, რათა მცდარი დასკვნები არ გამოვიტანოთ. შეგვიძლია საღი აზრის დონეზე ვიმსჯელოთ, თუ სად ვიმყოფებით დღეს. საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ 48%. რა მოხდა იმის შემდეგ? „ქართული ოცნება“ არის უფრო ძლიერ პოზიციაზე, ვინაიდან ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და მერე შემოვიდა, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება დააანონსეს და ვერც კი დაიწყეს, ჩრდილოვანი მთავრობის ჩამოყალიბება სურდათ და ვერ გააკეთეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდათ და ბოლოს თავადაც მოხსნეს ეს საკითხი. როდესაც ოპოზიცია ხელმოცარულია და ვერცერთ პოლიტიკურ პროექტს ვერ ახორციელებს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მათი მხარდაჭერა არის შემცირებული, ჩვენი მხარდაჭერა კი გაიზარდა“, - აცხადებს პაპუაშვილი.