სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან

საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან, რომელიც უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება მმართველი გუნდისთვისაც და, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - ასე შეაფასა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის განცხადება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.

„ეს აჩვენებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიკრიფოს ნებისყოფა და კიდევ ერთხელ, შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.