შალვა პაპუაშვილი: პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, მას ინსტრუმენტად იყენებდნენ პოლარიზაციისთვის

შალვა პაპუაშვილი: პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, მას ინსტრუმენტად იყენებდნენ პოლარიზაციისთვის

თავის დროზე მას ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: საბოტაჟის დასრულება და დეპოლარიზაცია. პირველი მიზანი შესრულდა, პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა რამდენიმე დეპუტატი მაინც დარჩა გარეთ. რაც შეეხება დეპოლარიზაციის ნაწილს, ეს მიზანი არათუ ვერ შესრულდა, არამედ ბოლო პერიოდში ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამ შეთანხმებას ინსტრუმენტად იყენებდნენ სწორედ პოლარიზაციისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, შარლ მიშელის შეთანხმება მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ მადლობაც გადავუხადეთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ამ შეთანხმების მიღწევას. ამ შეთანხმებამ თავისი როლი ნამდვილად შეასრულა. თავის დროზე მას ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: საბოტაჟის დასრულება და დეპოლარიზაცია. პირველი მიზანი შესრულდა, პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა რამდენიმე დეპუტატი მაინც დარჩა გარეთ. რაც შეეხება დეპოლარიზაციის ნაწილს, ეს მიზანი არათუ ვერ შესრულდა, არამედ ბოლო პერიოდში ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამ შეთანხმებას ინსტრუმენტად იყენებდნენ სწორედ პოლარიზაციისთვის. ეს არის ყველაზე ცუდი, რითაც ისინი ამ შეთანხმებას და მის სულისკვეთებას აყენებდნენ ჩრდილს. ამიტომ იყო სწორი შეთანხმების ანულირება. ჩვენი ოპონენტების წინასაარჩევნო კამპანია იმეორებს იმას, რაც იყო შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ. როგორც ჩანს, ისინი არ არიან მზად ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილებზე მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.