რამდენიმე საათის წინ ესპანურმა ვებ-გვერდმა „sport.es” გაავრცელა ცნობა, რომ დღეს დილით კატალონიური „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ნიუ-იორკიდან სამშობლოში დაბრუნდა.
გაზეთის მტკიცებით ვილანოვა ორ დღეს დაისვენებს და ხუთშაბათს საკუთარ გუნდს პირველ საწვრთნელ ვარჯიშს ჩაუტარებს.
გასულ წელს კატალონიური „ბარსელონას“ 44 წლის მთავარ მწვრთნელს ყელ-ყურის სიმსივნე აღმოაჩნდა.
ფეხბურთის სპეციალისტს ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. საინტერესოა რომ კლუბის ხელმძღვანელობა ვილანოვას მხარში დაუდგა და მისი პატივისცემა იმით გამოხატა, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ტიტო მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და ესპანეთის პირველობის რამდენიმე შეხვედრაში უშუალოდ უხელმძღვანელა.
იანვრის დასასრულს მწვრთნელი ქალაქ ნიუ-იორკში ჩავიდა და იქაურ ექიმებთან შემოწმება გაიარა. გამოკვლევების შემდეგ ესპანელი სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს და მკურნალობის სამთვიანი კურსი გამოუწერეს.
ტიტო ვილანოვას დროებით არყოფნაში „ბარსელონას“ ხორდი როურა უძღვებოდა.