მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულებაა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულებაა

ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან კომენტარი გამოკითხვების შედეგად გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მინიჭებულ 9%-ზე გააკეთა.

მისი თქმით, კვლევები IPM-მა ჩაატარა. მდინარაძემ ისაუბრა, თუ რატომ აქვს გახარიას პარტიას კვლევებით 9%.

„წინა წლებთან შედარებით კვლევის შედეგებში განსხვავება არის ის, რომ პროცენტებს გვაკლებდნენ ჩვენ და პირდაპირ „ნაცმოძრაობას“ ამატებდნენ. ამ შემთხვევაში დაგვაკლეს ჩვენ, ცოტა დაამატეს „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას მოუმატეს მეტი. ეს ადასტურებს და ამტკიცებს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთი საერთო პროექტის ორი სხვადასხვა მიმართულება“, - განაცხადა მდინარაძემ.