მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პირველ რიგში საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას უზრუნველყოფს

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პირველ რიგში საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას უზრუნველყოფს

კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ამ კვლევის ტექნიკურ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, ალოკაციის გარეშე გიორგი გახარიას პარტიას 9% მიეღო. მისთვის ასევე საეჭვოა, რომ გამოკითხვის მიხედვით, მათი რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ორჯერ აღემატება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობას.

„ბევრი მსგავსი ნიუანსი არის, რაც ამტკიცებს, გარდა იმისა, რომ წარსულის გამოცდილება გვაქვს მკაფიო და ნათელი, რომ სულ გაყალბებული მონაცემები იდებოდა, რომ ეს კვლევაც ვერანაირ სანდოობასა და მის ხარისხს ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მდინარაძემ.