მიხეილ ყაველაშვილი: როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია

მიხეილ ყაველაშვილი: როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია

„მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედა, არაერთ დათმობაზე წავიდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას.

„ჩვენ გავატარეთ არაერთი რეფორმა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ამ შეთანხმებას ვასრულებდით ცალმხრივად. რადიკალურმა ოპოზიციამ, გარდა იმისა რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაღრმავებულიყო პოლარიზაცია. პარლამენტში და პარლამენტს გარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან დესტრუქციული დღის წესრიგი. ამის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს მიშელის დოკუმენტს. უფრო მეტიც, მოცემული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიცია თავს არ ანებებს დესტრუქციას, რაიმე შეთანხმება წარმოუდგენელია“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.