„იუვენტუსმა“ ბრაზილიური „სანტოსის“ 19 წლის თავდამსხმელთან, კაიო ჟორჟესთან გააფორმა ხელშეკრულება - გვამცნობს სამხრეთამერიკული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„დღეს „სანტოსმა“ და „იუვენტუსმა“ კაიო ჟორჟეს თაობაზე მოაწერეს ხელი კონტრაქტს. იტალიურმა მხარემ მიიღი ჩვენი პირობები და ფეხბურთელი კარიერას ევროპაში გააგრძელებს.“ - წერია განცახდებაში.
ჟორჟეს მხოლოდ ფორმალური სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს და ტურინული კლუბის წევრი გახდება. ტრანსფერი 3 მილიონ ევროდაა შეფასებული, პლუს 1 მილიონი ბონუსების სახით.
კაიოს გადაბირება „მილანს“ და „ბენფიკასაც“ სურდათ.