„ტოტენჰემის“ კაპიტან ჰარი კეინს სერიოზულად გადაუწყვეტია „მანჩეტერ სიტიში“ გადასვლა და კლუბს ულტიმატუმი წაუყენა: სანამ ამ ზაფხულს „ქალაქელებთან“ ტრანსფერის გარანტიას არ მისცემენ, ლონდონელთა ბანაკში არ დაბრუნდება - გვამცნობს The Athletic.
შეგახსენებთ, კეინს შვებულება გუშინ, 2 აგვისტოს დაუმთავრდა. ის „ტოტენჰემის“ ბანაკში უნდა დაბრუნებულიყო, კოვიდტესტი გაევლო და სამშაბათიდან ვარჯიშს შესდგომოდა, მაგრამ ჰარი არ გამოჩენილა.
კეინი ამ დღეებში ქალაქელების ხელმძღვანელობას შეხვდება და თავის თანხმობას ეტყვის.
ბრიტანული ტაბლოიდები კი წერენ, მანჩესტერელები მასში 187 მილიონ ევროს იხდიან და კონტრაქტს 2026 წლამდე სთავაზობენო.