„რამე ისეთი დაგვაძალეთ, რომ ჩვენც გვესიამოვნოს! რაღა მაინცადამაინც ნაცებს გვატენით ცხვირში? რაც კარგია თქვენთან, ის დაგვაძალეთ, ქალბატონო ელჩო!“

„რამე ისეთი დაგვაძალეთ, რომ ჩვენც გვესიამოვნოს! რაღა მაინცადამაინც ნაცებს გვატენით ცხვირში? რაც კარგია თქვენთან, ის დაგვაძალეთ, ქალბატონო ელჩო!“

მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი  აშშ ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რობერტ სტურუას გუშინდელ სტატუსს გამოეხმაურა. მუსიკოსი საკუთარ ფბ გვერდზე წერს:

ბატონი რობერტი რადიკალთა მიერ ევროპის დროშის ვანდალურ დაწვას ახსენებს.

ვფიქრობ, რომ ბარბაროსთა მიერ შესრულებული ეს გზავნილი ევროპამ, რომელსაც პოლიტიკისა და დიპლომატიის კეთების 3 ათასწლიანი მეხსიერება აქვს, ზუსტად გაიგო, და მიხვდა, რომ გადაამლაშა. იმიტომაც იყო შარლ მიშელის რეაქცია ადეკვატური და ზომიერი (რის გამოც ისტერიკაში არიან ნაცისტები).

მაგრამ, რატომღაც არ ცხრებიან ჩვენი ამერიკელი დაუძინებელი მეგობრები - ყოფილი სენატორები და ელჩები - ცხადია, ნაცების (არცთუ ბოლომდე უანგარო) მეგობრები.

არ ცხრება ქალბატონი ელჩი, რომელმაც, მართალია, ვერანაირად ვერ მოახერხა, რომ ნაცების 3 წამყვან პარტიას მოეწერა ხელი შეთანხმებისათვის, მაგრამ, ამის მიუხედავად, ულტიმატუმის ენით აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან კვლავ ნაცების ხელისუფლებაში მოყვანას შეუწყოს ხელი.

უკვე გამოჩნდა ანტიამერიკული ლოზუნგები რუსთაველზე, ელჩის გადახაზული სურათებით, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა ჩვენში. ეს თუა მიზანი, გასაგებია, მაგრამ თუ არა, მაშინ ქვეყნის სუვერენიტეტის აბუჩად აგდებით, კონსტიტუციის თავზე გადახევით და ქართველი ხალხის ღირსების გამიზნული შეურაცხყოფით, კვლავ ადუღდება კოლექტიური არაცნობიერის ბნელი, დემონური ნაწილი და, არ ვიცი ვინ, მაგრამ, ამერიკის დროშასაც ევროკავშირის დროშასავით დაწვავენ რუსთაველზე. და ამაზე პირადად თქვენ იქნებით, ქალბატონო ელჩო პასუხისმგებელი!

ქალბატონო ელჩო, მოექეცით საქართველოს ისე, როგორც ანზორ ერქომაიშვილი იმსახურებდა! საქართველო ანზორ ერქომაიშვილია და არა ის პოლიტიკური ტყაჭები, ვის ინტერესებსაც, რატომღაც ზომაზე მეტად ითვალისწინებთ!

ნუ დააძალებთ ანზორ ერქომაიშვილს, რომ კომპრომისზე წავიდეს უღირს ადამიანებთან! ის მეორედ მოკვდებოდა ასეთი რამით!

საქართველოში ცივი ომია! სამოქალაქო ომი!

სამოქალაქო ომი მართლაც სამოქალაქო შერიგებით და შეთანხმებით უნდა დამთავრდეს. მაგრამ, ამის წინაპირობა ისაა, რომ მონათმფლობელებმა აღიარონ, მოინანიონ და დაუტევონ თავისი დანაშაული! და მონანიება ისაა, რომ გაეცალონ პოლიტიკას და ასპარეზი დაუთმონ ახალგაზრდებს, ახალ ძალებს.

გერმანია არ გაჯანსაღდებოდა, ჰიტლერელები პოლიტიკაში რომ დაეტოვებინათ!

მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ხალხის უმრავლესობა ჰიტლერს, არათუ მხარს უჭერდა, მისთვის იბრძოდა ბოლომდე, ამის მიუხედავად, გერმანიაში აიკრძალა დამნაშავე პოლიტიკური ძალა და კანონგარეშედ გამოცხადდა იგი.

საქართველო არ გაჯანსაღდება, ვიდრე ნაცები პოლიტიკაში იქნებიან. ეს არის სამწუხარო რეალობა! ვინც ამ რეალობას თვალს არ უსწორებს და ამ სიმართლის მთქმელებს გვლანძღავს, ან ნაცია, და ან - ნაცების ბოროტების მომწონებელი და ბოროტებასთან კომპრომისზე წასული ადამიანი.

აი, ამერიკა რატომაა წასული მარადიულად კომპრომისზე ნაცებთან და რაც ძალი და ღონე აქვს, რატომ ჩაგრავს ამ გასაცოდავებულ ქართულ ოცნებას, ეს ვერ გავიგე.

ჩვენ, რაც შეგვიძლია, ვერთგულებთ ჩვენს არჩევანს. ჯერი თქვენზეა.

ჩვენი დახმარება არაა, კარიკატურულ ჰიტლერელებს რომ ეხმარებით. რომც მოხდეს სასწაული და პარლამენტში დაჯდეს მელია და ცუდ სუნს აყენებდეს ხოშტარია, ეს სამოქალაქო ომს არ დაამთავრებს! ისინი მაინც იმას იზამენ, რასაც აქამდე აკეთებდნენ, და ეს ქვეყნის შენება ნამდვილად არაა. ისინი არ მოისვენებენ, ვიდრე საქართველოს ბატონ-პატრონები არ გახდებიან, როგორც მათ საოცნებო 2003-2012 წლებში იყვნენ“-წერს სტატუსში სვიმონ ჯანგულაშვილი.

trampi მალადეც მახარაშვილი..... მალადეც............................ქუნემ კოლუმბი , ქუნემ
(ამ ლოზუნგმა ისე მართლა მაგრად გააამართლა, გვიან მაგრამ მაინც..... უკვე მაგარ მოდაშია)....
აი ეგრე უნდათ მაგათ.....აი ეგრე...... დასცხეთ მაგ ჩათლახებს, დასცხეთ
ეხლა მეორე ლოზუნგიც მინდა რომ ასრულდეს(ნატალის ლოზუნგია)...თუნდაც ოდნავ გვიან, მაგრამ ოღონდ მაინც ასრულდეს
----- აგე წყნარი ოკეანე..... გავიდნენ გვერდზე და დასცხონ იქ ერთმანეთს, გაურჩიონ ერთმანეთს საქმე ..
კაცურ .პირობასა ვდებ (თუნდაც ორივეს თავს დავიფიცებ)----- მე ორივეს ჩესნად ვუბალეშიკებ...
ისე მაგარი ,,მატჩი,, იქნება, მაგარი
2 წლის უკან