პაატა იმნაძე: „ფაიზერზე“ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება

პაატა იმნაძე: „ფაიზერზე“ გაუქმებული ჯავშანი აჩენს ეჭვებს, ხელოვნურად ხომ არ ხდება ადგილის დაკავება

ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა ვაქცინაზე და არ გამოცხადდა. „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აცრებზე საეჭვოდ ბევრი რეგისტრირებული ადგილი არის გაუქმებული.

„ვთქვათ „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება. ფაქტი ერთია - ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და არ გამოცხადდა. არ მესმის, ეს შიშს როგორ უნდა დააბრალო, რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრო. თუ ადამიანებმა აცრის გაკეთება გადაწყვიტეს, გაუგებარია ეს როგორ მოხდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.