პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ

პაატა იმნაძე: ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ

ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვის, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, შვედები არ ვართ - არის ხალხი, რომელსაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2 კი არა, 3-მეტრიანი დისტანციაა ნორმა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის სამწუხაროდ ეს ნორმა არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი და ეს არის ვაქცინაცია.

„აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.