ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი სულ საწინააღმდეგოს აკეთებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესები პირველ ადგილზე დაგვეყენებინა. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და განსაკუთრებით იმ ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც მთავრი ოპოზიციური პარტიაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია დეპოლარიზაციისკენ წაეყვანა, პირიქით, ისინი საწინააღმდეგოს აკეთებდნენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.