პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პატრიარქს ილიაობა მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პატრიარქს ილიაობა მიულოცა

კახა კუჭავამ პატრიარქს ილიაობა მიულოცა.

„დღეს არის ილიაობა და მინდა, ყველამ მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, - განაცხადა კუჭავამ.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.