აღარ ვაპირებთ, რომ რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შლეიფი დააპირებს თავიანთივე შექმნილი ტყუილის პროპაგანდას და ქვეყნის ჩიხში შეყვანას, იმდენჯერ მათ ნარატივს ავყვეთ

აღარ ვაპირებთ, რომ რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შლეიფი დააპირებს თავიანთივე შექმნილი ტყუილის პროპაგანდას და ქვეყნის ჩიხში შეყვანას, იმდენჯერ მათ ნარატივს ავყვეთ

ოპოზიციასთან არა მარტო შარლ მიშელის დოკუმენტით, არამედ საპარლამენტო არჩევნების წინაც გვქონდა შეთანხმება, მაშინაც მედიატორები და ფასილიტატორები ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოები იყვნენ, მაგრამ მაშინაც ვნახეთ, რომ ოპოზიციამ, კონკრეტულად კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა მხარი არცერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელსაც გაცილებით უფრო დემოკრატიული ხარისხი შემოჰქონდა არჩევნებში, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან 19 აპრილის მსგავსი შეთანხმების გაფორმებას აღარ აპირებს.

„საგამოძიებო კომისიამ ყველაზე ნათლად დაგვანახა, რომ 0,01%-იც არ არსებობს რაიმე გაყალბებისა. არანაირი თეორიული შანსიც კი არ არის დაშვებული, რომ ეს არჩევნები რამენაირად იყო გაყალბებული. აქედან გამომდინარე, მიშელის დოკუმენტიც ამ ტყუილზე აგებული ნარატივის გასაუქმებლად შეიქმნა. ჩვენ აღარ ვაპირებთ, რომ რამდენჯერაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შლეიფი დააპირებს თავიანთივე შექმნილი ტყუილის პროპაგანდას და ქვეყნის ჩიხში შეყვანას, იმდენჯერ მათ ნარატივს ავყვეთ და ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ვამყოფოთ, როგორშიც მათ უნდათ, რომ იყოს. ასეთი აბსურდული პოლიტიკური დღის წესრიგის გარშემო არასოდეს ავყვებით და არ ვიქნებით ოპოზიციასთან რაიმე დიალოგში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. დღეს კი პრეზიდენტი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.