მესი

მესი "ბარსელონას" ბაზაზე არ დაიშვება, სანამ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ესპანეთის ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტი კარსაა მომდგარი, მაგრამ ლიონელ მესის კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არ არის.

უფრო მეტიც, ესპანური მედიის ცნობით, სანამ მესი „ბარსასთან“ კონტრაქტს არ გააფორმებს, იქამდე კლუბის ბაზაზე არ დაიშვება და შესაბამისად გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს.

მესი „ბარსას“ შვებულებიდან 2 აგვისტოს უნდა შეერთდებოდა, მაგრამ ეს დრო განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ესპანეთის ლა ლიგა კი 12 აგვისტოს დაიწყება, იქამდე „ბარსელონას“ ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი 4 აგვისტოს, „ზალცბურგთან“ და 8 აგვისტოს, ტურინის „იუვენტუსთან“.