გარეცხეთ სტაფილო და ჭარხალი და მოხარშეთ, გააცივეთ და გათალეთ, დაჭერით წვრილად ნიგოზი და გამომშრალი ხილი, დაჭყლიტეთ ნიორი.
აურიეთ მაიონეზი და არაჟანი ერთმანეთს, მათი რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგს უფრო "სველი" სალათა უყვარს, ზოგს კიდევ პირიქით... ეს მასა აურიეთ ნიორი–მაიონეზის ნაზავში.
ლანგარზე დაახეხეთ სტაფილო, მოასხით მაიონეზი და შემდეგ დაახეხეთ ჭარხალი, ისევ მოასხით ცოტა მაიონეზი და დაახეხეთ ყველიც. ბოლოს მოაყარეთ ჩირი და ნიგოზი. ასე გაიმეორეთ 2-3 ჯერ, სულ ბოლოს დაფარეთ ჭარხლის ფენით, თავზე მოახეხეთ ისევ ყველი და მოაყარეთ ნიგოზი, ჩირი და ქიშმიში. ფენებს პერიოდულად მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ინგრიდიენტები:
სტაფილო - 500 გრ;
ჭარხალი - 500 გრ;
ჰოლანდიური ყველი - 150-200 გრ;
მაიონეზი - 100 გრ;
არაჟანი, ან კეფირი - 100 გრ;
ნიორი - 2-3 კბილი;
ნიგოზი - 50 გრ;
ქიშმიში - 50 გრ;
ქლიავის ჩირი - 50 გრ;
მარილი და შავი პილპილი.
perfectcook.org