ბერლინში “ლოქდაუნის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ბერლინში “ლოქდაუნის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

“ლოქდაუნის“ საწინააღმეგო აქციის მონაწილეებსა და ბერლინის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სამართალდამცავების ცნობით, საპროტესტო აქციაში 5 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათი ნაწილი პოლიციელებს თავს დაესხა. არეულობის ჩასახშობად 2 000-მდე პოლიციელი განალაგეს. მათ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქცია Querdenker-ის ორგანიზებული იყო. აღნიშნული მოძრაობა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება და დროდადრო ქუჩის აქციებს აწყობს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ანტივაქსერებსა და შეთქმულების თეორეტიკოსებს შორის.