გია აბაშიძე: ვის აწყობს საქართველოს დაკეტვა, სოციალურ-ეკონომიკური არეულობა, არასტაბილურობა? ცხადია, კრემლს. ამ მიზნების სამსახურში კი  ნაცოპოზიციაა

გია აბაშიძე: ვის აწყობს საქართველოს დაკეტვა, სოციალურ-ეკონომიკური არეულობა, არასტაბილურობა? ცხადია, კრემლს. ამ მიზნების სამსახურში კი  ნაცოპოზიციაა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საერთაშორისო საინფორმაციო ვებ-გვერდს - touristkilled.com რომელიც ფოკუსირებულია მთელ მსოფლიოში ტურისტთა გარდაცვალების, დაკარგვის, გატაცების, დაზიანებების, თაღლითობის ამბებზე. ვებგვერდის მიზანია, ხელი შეუწყოს ტურისტთა უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას გლობალურად. „საიტის“ რუკაზეც დატანილი შემთხვევების მუდმივად განახლებად რეჟიმშია.

ანალიტიკოსის აზრით, წარმოუდგენელია ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ტრაგიკული მოვლენის დროს, ოპოზიცია ითხოვდეს ქვეყნის დაკეტვას და მთავრობის გადადგომას.

,,სააკაშვილის ლეში ჭამიასებრთა სექტაში არ ცხრება აღტკინება ავსტრალიელი ტურისტის ტრაგიკული დაღუპვის გამო.

მთავარი ბოროტი სლოგანებია: უცხოელები არ უნდა ჩამოვიდნენ სრულიად არა უსაფრთხო საქართველოში; თბილისი სიკვდილით სავსე ქალაქია; საქართველო უნდა მოაქციონ იზოლაციაში; ეს ხელისუფლება უნდა დაემხოს, სხვანაირად არ გვეშველება და ა.შ.

touristkilled.com გახლავთ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, არაპარტიული საინფორმაციო ვებგვერდი, რომელიც ფოკუსირებულია მთელ მსოფლიოში ტურისტთა გარდაცვალების, დაკარგვის, გატაცების, დაზიანებების ინფორმაციაზე, ასევე ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურებზე თაღლითობის ამბებზე. ვებგვერდის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ტურისტთა უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას გლობალურად. 'საიტის' რუკაზეც დატანილი შემთხვევების ფაქტები მუდმივად განახლებად რეჟიმშია.

საღად მოაზროვნე ადამიანს წარმოუდგენია რომელიმე, თუნდაც ევროპულ სახელმწიფოში, სადაც ტურისტებზე თავდასხმების სამწუხარო კრიმინალური ისტორიები ყოველდღიურია, ოპოზიცია მოითხოვდეს მათი ქვეყნების დაკეტვას ხელისუფლების შეცვლის მიზნით? რასაკვირველია არა, არც მესამე სამყაროს ქვეყნებში სჩადიან ამას. ვის აწყობს საქართველოს დაკეტვა, სოციალურ-ეკონომიკური არეულობა, არასტაბილურობა? ცხადია, კრემლს.

და ვისი მიზნების რეალიზაციის სამსახურშია ნაცოპოზიცია, მუდმივად რომ საქართველოში დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმით წარმოქმნის მცდელობაშია?..წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი და მისი ადეპტები ამ პროცესს ისევ ხალხის ემოციებზე მანიპულირებით, ტოქსიკური დეზინფორმაციითა და ნებისმიერი უკადრებელი მეთოდებითაც კი, არეულობის რაიმე მუხტის აწევაზე დაიხარჯებიან. თუმცა, კვლავაც ამაოდ.’’ წერს facebook -ზე გია აბაშიძე.