„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ლივერპულის“ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი, როგორც პიროვნება არ მოსწონს. ინგლისელის განცხადებით, შეუძლია ნებისმიერ ყოფილ მწვრთნელთან ილაპარაკოს, მაგრამ ბენიტესთან - არა.
„ის საუკეთესო მწვრთნელი იყო ტაქტიკურად, რომელიც მყოლია, მაგრამ არ მომწონს, როგორც პიროვნება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ის გრძნობაა, რომელიც მის მიმართ მაქვს. შემიძლია ტელეფონზე ნებისმიერ მწვრთნელს დავურეკო მის გარდა“, - თქვა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რაფაელ ბენიტესი „ლივერპულს“ მთავარი მწვრთნელი 2004-2010 წლებში იყო და შესაბამისად, სტივენ ჯერარდსაც ამ პერიოდში ავარჯიშებდა. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ბენიტესი "ევერტონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.