ATP-ის რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა. სერბმა ჩოგბურთელმა ჯერ კიდევ გუშინ ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევთან წააგო, ამჯერად კი ბრინჯაოს მედლის მატჩიც დათმო.
ნოვაკი პაბლო კარენო-ბუსტამ დაამარცხა სამ სეტში 6:4, 6:7, 6:3. შეხვედრა 2 საათსა და 49 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა თავისი საუკეთესო თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა.
ჯოკოვიჩმა 3 ეისი შეასრულა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაშინ, როცა კარენო-ბუსტა ორივე ამ კომპონენტში შეუდარებელი იყო - 8 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა. ამრიგად, ბრინჯაოს მედალს ესპანელი ჩოგბურთელი დაეუფლა.
ვაჟებს შორის ფინალური შეხვედრა 1 აგვისტოს გაიმართება და ალექსანდრ ზვერევი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება.