Netflix-მა Twitter-ზე გამოაქვეყნა იმელდა სტონტონის პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან.
სტონტონი სერიალ „დედოფლის“ მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობს. ამ ეპიზოდს მაყურებელი, სავარაუდოდ, 2022 წელს იხილავს.
ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სერიალში, სნოუდონის გრაფინია პრინცესა მარგარეტის როლს ლესლი მენვილი ითამაშებს, პრინც პილიპისას - ჯონათან პრაისი, პრინცესა დიანას კი - ელიზაბეტ დებიკი.