ადამიანებს, ვისაც ვაქცინის პირველმა დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვაქცინით აცრის საშუალება მიეცეთ

ადამიანებს, ვისაც ვაქცინის პირველმა დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, სხვა ტიპის ვაქცინით აცრის საშუალება მიეცეთ

იაშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ადამიანებს, რომელთან კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

მისი თქმით, ამის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

"ძირითადი გადაწყვეტილებები იქნება დაკავშირებული შესაძლებლობებთან, პირველი ვაქცინის შემდეგ ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებში ჩანაცვლდეს მეორე, განსხვავებული ვაქცინით. ასეთი ალერგიული რეაქციები ერთი შეხედვით ბევრია, და მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ველოდებით, რომ 400 ათას ადამიანში თითქოსდა ბევრი უნდა იყოს გვერდითი მოვლენა, სულ 100-მდეა დაფიქსირებული და მათ შორის სულ 3-ია სერიოზული, ალერგიულ რეაქციას ვგულისხმობ. საუბარია ყველა ვაქცინაზე, რაც საქართველოშია გამოყენებული. ამიტომ, ასეთ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რადგან პირველ დოზაზე ჰქონდათ ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. ხვალ იქნება ამაზე მსჯელობა,"-აცხადებს ივანე ჩხაიძე.