დანიის ნაკრების მცველი, სიმონ კიაერი, დიდი ალბათობით, „მილანთან“ კონტრაქტს გააგრძელებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი მზდაა 32 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, რომელიც 2023 წლამდე იქნება გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ კიაერი „მილანში“ „სევილიიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა იჯარის წესით. იმავე წლის ივლისში იტალიურმა კლუბმა გამოისყიდა მისი კონტრაქტი.
დანიის ნაკრებში კიაერი 2009 წლიდან თამაშობს. ევრო 2020-ზე მან თანაგუნდელებთან ერთად ნახევარფინალამდე მიაღწია.