ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ჯგუფ ZZ Top-ის ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა

ამერიკული ჯგუფის ZZ Top ბასისტი დასტი ჰილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის Instagram-ზე გამოქვეყნდა.

მუსიკოსი 72 წლისა იყო. ის თავის სახლში, ჰიუსტონში ძილში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

ZZ Top-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზერნ-როკ ჯგუფია ისტორიაში. მხოლოდ აშშ-ში მათ თავიანთი ალბომების 25 მილიონ ასლზე მეტი გაყიდეს.