ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი

ოპოზიციამ კეთილი ინებოს და გვითხრას თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, რა არის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არასწორი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებენ.

„სიცრუე და სიყალბე იყო PVT, 8%-იანი ზედმეტობა, ყველა ბრალდება აგებული იყო ტყუილზე. ეს დეტალურად შეისწავლა საგამოძიებო კომისიამ და დადო შესაბამისი დასკვნა. კეთილი ინებონ და თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით გვითხრან, რა არის ამ დასკვნაში არასწორი“, - განაცხადა კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა.