ბასილაშვილის გამარჯვებით მისმა სატრფომაც გაიხარა

ბასილაშვილის გამარჯვებით მისმა სატრფომაც გაიხარა

ყველაზე წარმატებული ქართველი მეჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე აღებული წარმატებული სტარტი ქართველ ქომაგებზე არანაკლებად ნიკოლოზის გერმანელ გულისსწორს, შარლოტა ჰელენას გაუხარდა, რომელმაც სატრფოს გამარჯვება “ფეისბუქის“ საშუალებით მიულოცა.

სოციალურ ქსელში შარლოტამ განათავსა ოლიმპიადის სიმბოლოსთან ერთად წარმოდგენილი ნიკოლოზის ფოტო (რომელსაც წარმოგიდგენთ) და დააწერა: “ვამაყობ შენით“.

ბასილაშვილს სავარაუდოდ არ ეცალა სათანადო პასუხის გასაცემად და სიყვარულში საჯაროდ გამოსატყდომად, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ ესოდენ წარმატებული ქართველი სპორტსმენი და მისი პირადი ცხოვრების დეტალები მსოფლიო პრესაში ამჯერად მაინც დადებითი კუთხით წარმოჩინდა.