ყაზანის „რუბინი“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელია „მილანში“ გადადის.
ზოგადად, ქართველი ფეხბურთელი ბოლო თვეებში არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ფაქტია კვარაცხელია ჯერჯერობით „რუბინის“ ფეხბურთელია.
„გეყოფათ წერა, რომ სადმე მივდივარ“, - წერია ბანერზე, რომელიც ხელში ხვიჩას უჭირავს, რომელიც ფოტოშოპია, მაგრამ თავისთავად აღსანიშნავი ფაქტია, რადგან ის „რუბინის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საინტერესოა, რომ დღესვე კვარაცხელიამ ინსტაგრამსთორი გამოაქვეყნა, რომელშიც თავის ფოტოზე წერია: „ოცნებები ხდება“. რა იგულისხმა 20 წლის შემტევი უცნობია.
შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ „მილანმა“ კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეათანხმა. ეს ინფორმაცია იტალიელებმაც გაავრცელეს, მაგრამ მხოლოდ რუსულ წყაროზე დაყრდნობით და თავიანთი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.