მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუ „ნერაძურის“ რიგებს არ დატოვებს.
„ამ ზაფხულს „ინტერი“ ლუკაკუს არ გაყიდის. ის მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელი მოთამაშეა ჩვენთვის,“ - ციტირებს მაროტას სიტყვებს Mediaset-ი.
გასულ სეზონში ლუკაკუმ „ინტერის“ მაისურით ყველა ტურნირში 44 მატჩი გამართა, 30 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.