ინგლისელი თავდამსხმელი უეინ რუნი თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით კარგად არის ცნობილი.
ოჯახურ უღელში შებმული ფეხბურთელი ხელიდან არასოდეს უშვებს შანსს, რომ როდესაც ცოლს მოშორებით დაიგულებს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან გაისეირნოს. ბრიტანული „ყვითელი“ მას-მედია საკუთარ მკითხველებს რუნის „თავგადასავლებს“ ხშირად აცნობს.
„ჭორიკანა“ გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, კოლინმა ამ „პრობლემის“ მოგვარების თავისებურ ხერხს მიაგნო.
ქალმა გადაწყვიტა რომ წყვილის საძინებელი ოთახი შიშველი ქალებით აავსოს, ოღონდ არა ცოცხლებით, არამედ ქანდაკებებით.
საძინებლის „სათანადო დონეზე“ მოსაწყობად რუნის მეუღლემ დიზაინერი ლაურა მაკრი მიიწვია, რომელიც მსგავსი ნივთებით ოთახების გაწყობის მიდრეკილებითაა ცნობილი.
„ლაურამ უკვე შემომთავაზა ჩვენს საძინებელში შიშველი გოგონების ქანდაკებების დადგმა.“ - განაცხადა რუნის ცოლმა.
„The Sun”-ის ჟურნალისტები კოლინს ერთ რჩევას აძლევენ. ფსიქოლოგების გამოკვლევებით დადგინდა, რომ მსგავსი ხელოვნების ნიმუშების ყოველდღიური ყურება სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას იწვევს.