ჩისკო:

ჩისკო: "მამარდაშვილს საოცრად მომატება შეუძლია, "ვალენსიამ" კარგი ტრანსფერი განახორციელა"

ინგლისური „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ესპანურ Marca-სთან „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ჩისკო „ვალენსიაში“ თამაშობდა, შემდეგ კი „დინამო თბილისს“ წვრთნიდა, სადაც მამარდაშვილი ირიცხებოდა და ამდენად, მისი აზრი ესპანელთათვის უდაოდ საინტერესო იყო. ჩისკომ აღნიშნა, რომ გიორგის წარმოუდგენლად განვითარება შეუძლია და „ვალენსიასთვის“ კარგი ტრანსფერია.

“ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ დრო უნდა მიეცეს. ძალიან საინტერესო მეკარეა და მას ნდობა სწირდება. შეუძლია წარმოუდგენლად ზრდა, „ვალენსიასთვის“ კარგი შენაძენია. ძელებს შორის ძალიან სწრაფია და ძალიან კარგი რეფლექსები აქვს“, - თქვა ჩისკომ Marca-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 13-ჯერ იყო სამატჩო განაცხადში. ის თბილისელებმა „ლოკომოტივში“ გაანათხოვრეს, სადაც 57 შეხვედრა ჩაატარა. მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2022 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება და „ღამურებს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გიორგის ესპანურ გუნდში დებიუტი ორი დღის წინ ბერძნულ "ათრომიტოსთან" სპარინგში ჰქონდა და ძალიან კარგად ითამაშა.