ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო

1/32-ფინალურ დაპირისპირებაში, ნიკოლოზმა ესპანელი რობერტო კარაბლეს ბაენა 2 სეტში, 6-3, 6-2 უშანსოდ დაამარცხა.

მსოფლიოს უძველესი სპორტული ღონისძიების 1/16-ფინალში, ნიკოლოზი, დანიელ ტაროსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.