ცოტა ხნის წინ პოპულარული ამერიკელი კინომსახიობი მიშელ პფაიფერი ლონდონში იმყოფებოდა და უსიამოვნო ისტორიაში გახვეული აღმოჩნდა.
ქალბატონი მიშელი ლონდონელი ავტომძარცველების მსხვერპლი გახდა.
ბოროტმოქმედებმა მისი ძვირადღირებული „რენჯ როვერის“ წაყვანა მოახერხეს.
ეს ფაქტი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც პფაიფერი თავის მძღოლთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ სუპერმარკეტს ესტუმრა.
როგორც გამოცემა „The Sun” იუწყება, მანქანა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მსახიობი მძღოლთან ერთად საბარგულში ნავაჭრს ტვირთავდა.
სავარაუდოდ, გამტაცებლის თანამოაზრემ მიშელისა და მძღოლის ყურადღება მიიპყრო და მისი თანამზრახველები მანქანაში მაშინ შეძვრნენ.
რა თქმა უნდა მსახიობის მანქანა დაზღვეული გახლდათ და მასზე ნერვიულობა არ ღირს. ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, სანერვიულო უფრო გამტაცებლებს უნდა ჰქონდეთ, რადგან სადაზღვევო კომპანია ყველაფერს გააკეთებს რომ პფაიფერს მოპარული მანქანა უკან დაუბრუნოს.