„დასავლეთი, გლობალური ბოროტების წყაროებს თუ არ მოიცილებს და ახალ პარადიგმას არ მონახავს თავის თავში, ის განწირულია“

„დასავლეთი, გლობალური ბოროტების წყაროებს თუ არ მოიცილებს და ახალ პარადიგმას არ მონახავს თავის თავში, ის განწირულია“

„ძალის ცენტრი ახლა გადის სხვაგან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, სადაც თავმოყრილია დემოგრაფიული, ტექნოლოგიური საშუალებების უმეტესობა. აქედან გამომდინარე, მარტო დასავლეთისკენ მისწრაფება ჩვენნაირი გეოგრაფიის მქონე ქვეყანას არაფერში წაადგება, მით უფრო, რომ დასავლური ცივილიზაცია იმ ფორმით, როგორც ჩვენ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გავიცანით, ეს არის დასავლური ცივილიზაციის დეკადანსი, დეგრადაცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

ოპოზიცია მოუთმენლად ელის, როდის დაატყდება საქართველოს ხელისუფლებას შტურმი დასავლეთიდან. ფაქტია, 5 ივლისის შემდეგ მოვლენები გართულდა, ხალხში დაგროვილი აგრესია სწორედ „პრაიდის“ დღეს გადმოიფრქვა. ვინ არის დამნაშავე მომხდარში - ლგბტ ჯგუფი, ამ თემის სპეკულირებით დაკავებული რადიკალური ოპოზიცია, თუ, მთლიანობაში, ჩვენი საზოგადოება?

- რადიკალური ოპოზიცია იმუქრება და უხარია, რომ ქვეყანას შეიძლება დაუწესდეს სანქციები. ეს კარგად ასახავს ამ ოპოზიციის სახეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მეხუთე კოლონა. ახლა საკითხავია, ვის მეხუთე კოლონას წარმოადგენენ? ესენი არიან ამერიკაში გამარჯვებული უკიდურესი მემარცხენეების, შიზოფრენიის ზღვარზე მისული მემარცხენეობის და ნეოლიბერალური იდეოლოგიის შხამიანი ნაზავის ინტერესების განმახორციელებლები. არაერთგზის გვითქვამს, რა მოჰყვებოდა ბაიდენის გამარჯვებას აშშ-ში. ისიც ვიცით, რა მჭიდრო კავშირები აქვს ამ ადმინისტრაციას იმ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში აფინანსებდნენ მთელ მსოფლიოში იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ნაციონალურ სახელმწიფოებს, ტრადიციებს, რელიგიას და ა.შ. ეს ხალხი არჩევნებში თავგადაკლულად გულშემატკივრობდა ბაიდენს და ახლა ფიქრობენ, რომ მათი დრო მოვიდა, ამჟღავნებენ თავიანთ სახეს. რა არის ახლა მათი მთავარი აგენდა, ანუ მთავარი დღის წესრიგი? მათ სურთ, დანერგონ საქართველოში გენდერული თეორია ყველაზე უფრო აგრესიული ფორმებით, ამოძირკვონ ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, მაგრამ ეკლესია ამ შემთხვევაში გარკვეული გალავნის როლს ასრულებს, მათი მთავარი მიზანია ადამიანის დეჰუმანიზაცია, ადამიანის ქცევის მოდელების შეცვლა, ადამიანის, როგორც სახეობის გარდაქმნა თავიანთი ავადმყოფური წარმოდგენის მიხედვით. განსაკუთრებით საშიში ფორმები ამან მიიღო ბევრ ქვეყანაში, ეს შეუქცევადი ფორმებია, საქართველოშიც იგივე ტენდენცია უნდათ დანერგონ. რა თქმა უნდა, აქ ჰყავთ თავიანთი მეხუთე კოლონა, რომელიც ამ მიზნებს ახორციელებს უკვე რამდენი ხანია, 1996 წლიდან რომ დაიწყო ამ ჯგუფის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, გიგა ბოკერიას ფლანგი, ლევან რამიშვილი - „თავისუფლების ინსტიტუტი“, იმის შემდეგ ეს შხამი სულ უფრო და უფრო გაჩნდა საზოგადოებაში. მათ მიერ მედიის ფინანსური სტიმულირების დანერგვამ კი გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის დაავადება, მოშხამვა, ინტოქსიკაცია. აქედან გამომდინარე, კითხვა, საზოგადოება არის თუ არა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა, შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გლობალური ტენდენციები მთელს კაცობრიობაში და ჩვენც კაცობრიობის ნაწილი ვართ.

ცივილიზებულ სამყაროში ერთგვარ მოდად იქცა, დაიცვან ლგბტ თემის უფლებები მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამიანების უფლებები დაუცველია. „პრაიდეს“ მიუძღვებიან ევროპული ქალაქის მერები. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივაში სხვა ჯანსაღი ხალხი, მუსლიმანები ან სხვები დაიკავებენ ე.წ. ცივილიზებული მსოფლიოს ადგილს, თუკი ისინი ვერ გააცნობიერებენ, რომ გადარჩენა სჭირდება ცივილიზებულ სამყაროს, ხომ არ მოხდება სტერილური ხალხის ჩანაცვლება სხვა ხალხით?

- ე.წ. ცივილიზებულ მსოფლიოს მე ამას ვერ ვუწოდებდი, ჩვენ ახლა ვართ ინდოქტრინირებული იმით, რომ დასავლეთი არის პროგრესული, ეს ასე არ არის, უბრალოდ, ისტორიის გარკვეულ პერიოდში ახალი ტექნოლოგიების და სხვადასხვა პროცესების გამო ეს ცივილიზაცია წამყვან ცივილიზაციად გარდაიქმნა, თუმცა ძალის ცენტრი ახლა გადადის სხვაგან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, სადაც თავმოყრილია, როგორც დემოგრაფიული, ისე ტექნოლოგიური, სულ მალე სამხედრო პოლიტიკური საშუალებების უდიდესი უმეტესობა. აქედან გამომდინარე, მარტო დასავლეთისკენ მისწრაფება ჩვენნაირი გეოგრაფიის მქონე ქვეყანას არაფერში წაადგება, პირიქით, დამღუპველი იქნება. რაც მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უკეთესი, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლური ცივილიზაცია ისეთი ფორმით, როგორც ჩვენ ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გავიცანით, ეს არის დასავლური ცივილიზაციის დეკადანსი, დეგრადაცია. ამაზე არაერთი ევროპელი მოაზროვნე წერს, ყველაზე უფრო სერიოზული და განვითარებული ადამიანები ამას მწუხარებით აღნიშნავენ, რადგან თანამედროვე დასავლეთი, განსაკუთრებით, ის სუპერგაერთიანებები, როგორიცაა შეერთებული შტატები, რომელიც რეალურად არის ამერიკის სახელმწიფოთა კავშირი, რასაც ჩვენ შტატებად მოვიხსენიებთ, იქ საერთოდ ღირებულებითი განხეთქილებაა, მალე ვიხილავთ ამ ღირებულებითი განხეთქილების პოლიტიკურ შედეგებს, უფრო მწვავე ფორმით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ასევე, ევროკავშირი, რომლის წარმომადგენლებიც ტყუილად უწოდებენ თავს დიდი ევროპული ცივილიზაციის მიმდევრებს. შეიძლება ვთქვათ, რომ დამპალი ვაშლი არის იმ ვაშლის სახეობა, რომელიც თავის დროზე არ იყო დამპალი, ჩვენ შეგვიძლია დამპალ ვაშლში ჯანსაღი ვაშლის გენეტიკა აღმოვაჩინოთ, ასევეა ლგბტ თემის მიმართაც. ამას თუ არ დაძლევს დასავლეთი, გლობალური ბოროტების წყაროებს თუ არ მოიცილებს და ახალ პარადიგმას არ მონახავს თავის თავში, ის განწირულია. თქვენ რაც თქვით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ადგილს სხვები დაიკავებენ, ეს ისლამური სამყაროს ხელით მოხდება, ადგილობრივი კონფლიქტებით, თუ კიდევ სხვა რამით, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ამას ჩვენ ვხედავთ, თვითდაინვალიდების რეჟიმშია ეს ცივილიზაცია. ცოტა უფრო შორეულ დროში რომ შევხედოთ, რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის წმინდა წყლის სუიციდი.

„პრაიდის“ მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ ზედმეტი თავგამოდება გამოიჩინა კელი დეგნანმა ლგბტ პირთა აღლუმთან დაკავშირებით. „ნაციონალები“ და რადიკალი ოპოზიციონრები კი პირდაპირ ადანაშაულებენ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს, ანუ მათებურად რომ ვთქვათ, რადიკალურ-მაფიოზური დაჯგუფების წევრებს, რომ ისინი აშანტაჟებენ ხელისუფლებას: - „თუ ჩვენს ბიჭებს გაწირავთ, ნახავთ, არჩევნებში 43%-ს თუ აიღებთ“. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ხელისუფლება ვინმესგან დაშანტაჟებულია?

- „ნაცებს“ და იმ 15 პარტიას, ვინც გეიმანიფესტს მოაწერა ხელი, არანაირი გათვლა არ აქვს იმაზე, რომ ქართველი ხალხი მათ მხარს დაუჭერს, მათ გათვლა იმაზე აქვთ, რომ მხარს დაუჭერს შეერთებული შტატები და ევროკავშირი და მათთვის სასურველ შედეგს დააწერინეს ცესკო-ს. განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ინფანტილური მდგომარეობიდან, რომ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში ღია, გამჭვირვალე და თავისუფალ არჩევნებს ლობირებს, დასავლეთი ლობირებს ისეთ არჩევნებს, რომელიც ხელისუფლებაში ისეთ ძალებს მოიყვანს, რომელიც მათ აწყობთ. დასავლეთის მხრიდან ასეთი პოლიტიკა დასცილდა ხალხის განწყობას მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც. იმდენად გაიშიფრა მათი ტექნოლოგიები და მათი რიტორიკა იმდენად აუტანელი გახდა, მხოლოდ მათ მიერვე დაფინანსებულ მეხუთე კოლონას, ანუ ნეოლიბერალურ დესანტს, მათი ოჯახის წევრებს და მათ კმაყოფაზე მყოფ ადამიანებს აქვთ მათ მიმართ სიმპათიები. შესაბამისად, ამ ძალების მხარდაჭერა არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც 90%-ზე მეტი არ ღებულობს იმ ნარატივს, რომლის ფინალური გაფორმებაც იყო 15 პარტიის მიერ ხელმოწერა. ამაში მათ უზარმაზარი ფული აიღეს, ფინანსური სტიმულირების გამო მოხდა ეს ხელმოწერა და იმ შეპირების გამო, რომ ამ ხელმოწერის გამო მათ მოიყვანდნენ ხელისუფლებაში, რაზეც, სხვათა შორის, ქალბატონმა ჩერგოლეიშვილმა უსაყვედურა ქალბატონ კელი დეგნანს თავის წერილში, სადაც ჩერგოლეიშვილი საყვედურობს მას, რომ ხელი მოაწერეს ამ არაფრის მთელ დოკუმენტს და სანაცვლოდ არაფერი არ მიიღეს, რასაც შეჰპირდნენ. ეს 43%-იც, შარლ მიშელის მანიპულაციებიც და კლოუნადაც პარლამენტში შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით, არ ატარებს ჯანსაღ ხასიათს და არის ავადმყოფური პროცესი.

საიდან აღმოჩნდა ეს 43%, აბსოლუტურად გაუგებარია. მთავარია, ვინ გვყავს პოლიტიკურ ველზე. ეს არის „ქართული ოცნება“ და გეიპარტიები, ცხადია, ამ გეიპარტიებს არავითარი ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვთ. მით უმეტეს, როდესაც ღიად უპირისპირდებიან ეკლესიას, სინამდვილეში, ისინი ეკლესიას კი არ უპირისპირდებიან, არამედ ქართველი ხალხის მენტალობას, ქართველი ხალხის ქცევის მოდელს უპირისპირდებიან, სადაც ქალი ქალია, კაცი კაცია, ბავშვს ზრდის ოჯახი, ტრადიციას პატივს სცემენ, პატივს მიაგებენ მიცვალებულს, ეს არის ჩვენი ქცევის მოდელი, რომელიც ჩამოყალიბებულია საუკუნეების განმავლობაში და ამ მოდელზეა აღმოცენებული ჩვენი დიდი კულტურა. სწორედ ამას ებრძვიან და ამ მოდელის დამცველ ინსტიტუციას -ეკლესიას. მიუხედავად იმისა, ვინ არის ამ ეკლესიაში, ვის მოსწონს ცალკეული იერარქები, ვის არ მოსწონს, ვინ რას აკეთებს იმ იერარქიიდან და ვინ ვისი აგენტია, რისი სიუხვეცაა ჩვენს ეკლესიაში იმ ისტორიის გამო, რაც გამოიარა ამ ინსტიტუციამ საბჭოთა პერიოდში და მის შემდეგაც. ამაზე თვალის დახუჭვა გონებრივი სიბნელის ბრალია. მეორე მხრივ, ეს გახლავთ ამ ძალების გაჯეჯილების ერთ-ერთი მიზეზიც. საინტერესოა ისიც, ნამდვილად ღვთისნიერ ადამიანებს რატომ არ ეძლევათ საშუალება, უფრო მეტად გამოჩნდნენ სულიერ სფეროში.

 

romani დიახ, თან, მოკლე ხანში. უკეთესად, ძნელია ჩამოაყალიბო სათქმელი.
3 წლის უკან
trampi თქვენი არ ვიცი და მე უკვე ყოველ დილას ფანჯარაში ვიყურები, რა იცი კაცმა რა ხდება ......
მაქს. 3-4 წელში ეგენი აკეცავენ უკვე იალქნებს .......მაგათ არმადას უკვე წყალი შესდის
თან იქით ყინულიც დნება .....
3 წლის უკან