ქართველი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე კარიერას ეკატერინბურგის „ურალში“ გააგრძელებს. რუსულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
„ურალმა“ გაგნიძე მოსკოვის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა. მოგეხსენებათ, 18 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი „დინამოს“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით მოსკოველებმა ის გაანათახოვრეს.
ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისის“ აღზრდილია და მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში 15 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ „ურალი“ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში 25 ივლისს, „კრასნოდარს“ უმასპინძლებს.