2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ბრისბენი ერთადერთი კანდიდატი იყო 2032 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე.
ავსტრალიაში ოლიმპიური თამაშები სულ ორჯერ ჩატარდა. 1956 წელს ოლიმპიურ თამაშებს მელბურნმა უმასპინძლა, ხოლო 2000 წელს - სიდნეიმ.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში, ხოლო 2028 წლის ოლიმპიადა ლოს-ანჯელესში გაიმართება.