თუ ცესკოს კანდიდატებს „ქართული ოცნება“ აირჩევს, 6 თვის შემდეგ ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით როგორმე ოპოზიციური პარტიების შეთანხმება მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ცესკოს კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით მმართველ გუნდთან თანამშრომლობით შეირჩენ. მისი თქმით, კანდიდატებს არც არასამთავრო ორგანიზაციების მხარდაჭერა აქვთ. ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ თუ პარლამენტი ცესკოს კანდიდატებს 6 თვით დაამტკიცებს, შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების კონსენსუსი სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით შედგეს.
„ცესკოს კანდიდატებს მხარს არ უჭერს არასამთავრობო სექტორი. მაგალითისთვის გეტყვით, თამარ სართანია, რომელსაც მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ მისი გამოცდილებით ცესკოს წევრობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა, მხარი არ დაუჭირეს. ასევეა კიდევ სხვა კანდიდატებიც. ამიტომ, ამაზე გვქონდა საუბარი. ეს იქნება დროებითი, თუ „ქართული ოცნება“ აირჩევს და ჩვენ ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ როგორმე შეთანხმება მოხდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.