„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გუშინ პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, სწორი იქნებოდა ვახტანგ გომელაური გადამდგარიყო.
„გუშინ ჩვენი პროტესტი იყო მხარდაჭერა ჟურნალისტებისადმი. ერთწუთიანი პერფორმანსი ვერ აიტანეს და ფაქტობრივად ჩაშალეს სხდომა, საბაბად გამოიყენეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აქედან გაეპარებინათ. იხელთეს დრო, თავი დაიძვრინეს და გაექცნენ შეკითხვებს. მორალურად და პოლიტიკურად ყველაზე სწორი იქნებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრს მოეხადა ბოდიში და გადამდგარიყო“, - განაცხადა გოცირიძემ.